|
2016-02-29 16:20:06, 1314 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ 214 ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯანდაცვის კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა. გამგეობის ინფორმაციით, სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია უძღვებოდა. ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე სულ 214 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა. გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას განმარტებით, განმცხადებლების უმრავლესობა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას, 86 მოქალაქე „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას, 14 ტომოგრაფიას და ექვსი ოპერაციის თანადაფინანსებას ითხოვდა. თითოეული მომართვა კომისიის მიერ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთანავე, წელს ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ორი აუტიზმით დაავადებული მოქალაქე ჩაერთო სპეციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში. წლის განმავლობაში ყოველთვიურად მათ 15 ვიზიტი დაუფინანსდებათ. მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნული სამედიცინო მომსახურეობისთვის 62 586 ლარი გამოიყო.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)