|
2024-11-24 11:06:19, 2326 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში დღეს ქალთა მარში გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე თბილისში ქალთა მარშია დაგეგმილი. მარში, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე დაიწყება და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან პერფორმანსით დასრულდება. „საქართველოში ემიგრაცია უმწვავეს პრობლემად რჩება. თითოეულ ჩვენგანს გვყავს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი, რომელიც იძულებითაა საზღვარგარეთ წასული. სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ოჯახები იშლება, თაობები იზრდებიან მონატრებასა და მარტოობაში. გაყალბებული არჩევნებისა და დასუსტებული დემოკრატიის ფონზე, ქვეყანა ახალი ემიგრაციის მასშტაბური ტალღის საფრთხის წინაშე დგას. ეს არის დრო, როცა თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: ვისია საქართველო? მათი, ვისაც სამშობლოს სიყვარული მართავთ, თუ მათი, ვინც ჩვენს მომავალს გვაკარგვინებს? ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის („კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“) ორგანიზებით, 24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება ქალთა მარში, რომელიც დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან პერფორმანსით. მონაწილეებს მოვუწოდებთ, თან წამოიღონ ჩემოდნები ან დიდი ჩანთები, რომელთაც მზად არიან, შეელიონ, რათა მარშის სიმბოლიკა კიდევ უფრო ხილული გახდეს. შემოგვიერთდი! ერთად გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო“,- აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)