|
2016-02-18 20:11:36, 1306 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის სოფლის მეურნეობის სამსახურმა მესაკუთრეთა მონაცემთა ბაზა შექმნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ლერი დოჩია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა და აგრო- ბარათები გადასცა. ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2013 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო და წელსაც ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მცირემიწიანი ფერმერებისთვის ერთწლიანი კულტურის წარმოების სტიმულირება და მრავალწლიანი ნარგავების მქონე ფერმერების ხელშეწყობაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურმა, სოფლის რწმუნებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა, მოსარგებლეთა ან ფაქტობრივ მფლობელთა მონაცემთა ბაზა შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსმა ლერი დოჩია განმარტა მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. "აგრო–ბარათებზე თანხა 1 მარტიდან ჩაირიცხება. ჩვენი სამსახური საჭიროების შემთხვევაში მზადაა საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია და ასევე დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს“, – განაცხადა ლერი დოჩიამ.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)