|
2016-02-11 18:38:30, 1080 ნახვა
სხვადასხვა
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ინვესტორი უახლოეს პერიოდში დასახელდება
საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა კონსორციუმმა „ალფამედიკი” რომელიც სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში გამარჯვების პრეტენდენტია. მხარეებმა საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული სტრუქტურა, პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპები და პროექტში მონაწილე პარტნიორების უფლება-მოვალეობები და პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ეს იქნება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მასშტაბური პროექტი რაც კი ოდესმე განხორციელებულა. „საქმე ეხება ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმას. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან მხოლოდ „ალფამედიკმა“ წარმოადგინა წინადადებები, რომელსაც საპარტნიორო ფონდი განიხილავს. კონსორციუმს, რომელიც ჯერ გამარჯვებული არ არის, წარმოადგენს რვა კომპანიას. პროექტი მნიშვნელოვანია დასაქმებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობას ექნება ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების სამედიცინო დახმარების საშუალება”, აღნიშნა საგანელიძემ. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეგიონების მაშტაბით იგეგმება პოლიკლინიკების განვითარება, რაც მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვას. „პროექტის ინიციატორია მთავრობა და შესაბამისად სატენდერო კომისიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. თანათავმჯდომარე კი ეკონომიკის მინისტრია. ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს საპარტნიორო ფონდი და ჩვენ ვიქნებით თანაპარტნიორები დაფინანსებაში. ვფიქრობთ, რომ ტენდერში გამარჯვებული სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს. ძირითადი მოთხოვნებია მაღალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემისა და თავად შენობების მოდერნიზაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, კადრების გადამზადება და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი”, აღნიშნა დავით საგანელიძემ. კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია რამდენიმე დღის განმავლობაში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში განიხილებოდა, რის შემდეგ უკვე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, აკმაყოფილებს თუ არა პოტენციური ინვესტორი ტენდერის პირობებს.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)