|
2022-09-15 10:47:14, 9773 ნახვა
კულტურა
ბათუმში კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
საერთაშორისო ფორუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ. „ბოლო წლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს კენკროვანი კულტურების წარმოება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ძირითადი ბაზა, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფორუმი ბათუმში ტარდება, რადგან აჭარის რეგიონისთვის კენკროვანი კულტურების წარმოება სიახლეა; ვფიქრობ, ლურჯ მოცვს აჭარაში ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. სტაბილურად მიმდინარეობს ნარგავების გაშენება და სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა; ამავდროულად, უკვე ვიღებთ მოსავალს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გასამმაგდა; უკვე მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებს მიეწოდება ქართული, ხარისხიანი კენკროვანი პროდუქცია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს. ფორუმის მონაწილე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა სერბეთიდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან და პოლონეთიდან ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კენკროვანი კულტურების მოყვანის მეთოდებზე, იმსჯელეს თანამედროვე აგროტექნოლოგიებზე, კენკროვანი კულტურების მწარმოებელთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ექსპორტის შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, რომლებიც კენკროვანი კულტურების სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად შეიძლება იყოს გამოყენებული. „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები კენკრის საერთაშორისო ფორუმის გახსნაზე. ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოს და ამერიკას აკავშირებს, ვახორციელებდით სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორის, სოფლის მეურნეობის, რადგან სწორედ სოფლის მეურნეობა ქმნის შესაძლებლობას ხალხისთვის. ჩვენ ამას ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორის ჩართულობით“,-განაცხადა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯონ პენელიმ. საერთაშორისო ფორუმში სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები მონაწილეობდნენ. კენკროვანი კულტურების საერთაშორისო ფორუმი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)