|
2015-10-01 17:12:12, 1217 ნახვა
სხვადასხვა
სოზარ სუბარი „ერისთავობის“ დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ქსნის ხეობელთა ტრადიციულ დღესასწაულს „ერისთავობა 2015“-ს დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, „ერისთავობის“ დღესასწაული ახალგორის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში, ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას დევნილი სპორტსმენებიც იღებდნენ. შეჯიბრში გამარჯვებულები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დააჯილდოვა. სუბარმა ასევე დაათვალიერა ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო დევნილი ბავშვებისა და ქალბატონების ნამუშევრები. გამოფენის დათვალიერების შემდეგ, სოზარ სუბარმა წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში „ახალგაზრდობის სახლის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „ახალგაზრდობის სახლში“ დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ხატვა, ძერწვა, მინანქარსა და თექაზე მუშაობა „ერისთავობის“ დღესასწაულს ასევე დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი. ქსნის ხეობის ტრადიციულ დღესასწაული წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში საზეიმო კონცერტით დასრულდა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)