06:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 13:55:58, 3028 ნახვა

სამართალი
შსს-მ ვიდეოზე გადაღებული საგზაო წესების დამრღვევი მძღოლები დააჯარიმა

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლები დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

გიორგობიანმა ვიდეოს გადამღებს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ მსგავს ფაქტებზე საპატრულო პოლიცია რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლები დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. ორი მათგანი უკვე დაჯარიმდა. „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომლიც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და ეს ფაქტი ასევე ასახულია ვიდეორგოლში, დღემდე საჯარიმო ავტოსადგომზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მოქალაქე განცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო, დამრღვევი მძღოლის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ვიდეოს ავტორს, კარგია რომ ასეთი დარღვევა გამოავლინა. საპატრულო პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის დარღვევაზე და ყველა დამრღვევი მძღოლი კანონის შესაბამისად დაისჯება“, - წერს გიორგობიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics