|
2020-03-27 16:35:00, 1525 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს გამოწვევების დასაძლევად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და გამოეხმაურა ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მიერ თანხის არარაციონალურ ხარჯავასთან დაკავშირებით. „სამწუხაროდ არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ. ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული. ხარჯების შემცირება გაკეთებული იყო ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)