|
2020-03-27 15:39:36, 1750 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: საკარანტინო ზონაში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ღამემ მშვიდად ჩაიარა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა სხდომაზე განაცხადა, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო ზონაში, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ და მკაცრ კონტროლს განაგრძობენ. პოლიციელები მოსახლეობას საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს ინტენსიურად აცნობენ. გარდა ამისა, გრძელდება ძირითად გზებზე საკონტროლო-გამშვებ საგუშაგოებზე კონტროლი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ჯგუფები მეორეხარისხოვანი გზებს აკონტროლებენ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)