|
2020-03-25 12:00:18, 1452 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალური ქუჩების, სკვერების და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ასევე, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები. ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები სპეციალური ხსნარით დამუშავდა. კეთილმოწყობის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. პროცესს შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ. "ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი", - აღნიშნა რწმუნებულმა. ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფიცირება უკვე ჩაუტარდა საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)