16:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 13:57:07, 1385 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანმა მედიას სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ობიექტებისთვის უსაფრთხოების რეჟიმთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების შესახებ ინფორმაცია გააცნო

„სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს დაიცვან ტემპერატურული რეჟიმები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მედიას შეზღუდვებტან დაკავშრებით ინფორმაცია გააცნო.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პერსონალი ვალდებულია, გამოიყენოს პირბადე, თავსაბურავი და  ხელთათმანი, ასევე ხშირად, თხევადი საპნით და წყლით უნდა დაიბანოს ხელები, ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ ხელები უნდა დაიმუშაოს არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ან სადეზინფექციო ხსნარით;       

ამასთან, პერსონალმა უნდა უზრუნველყოს ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის ხშირი რეცხვა და დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით. სურსათის მწარმოებელი, გადამამუშავებელი ობიექტები ვალდებულნი არიან, სამუშაოს დაწყების წინ უნდა  გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სურსათის ნებისმიერი სახით დამუშავების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული ტემპერატურული რეჟიმები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics