|
2015-08-07 19:02:35, 374 ნახვა
პოლიტიკა
ია ანთაძე: არ მჯერა, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია, საარჩევნო წელს, „რუსთავი 2“ ვის ხელში იქნება
მედია ექსპერტი ია ანთაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაყადაღების საკითხს ეხმაურება. მედია ექსპერტის შეფასებით, ტელეკომპანია დღესაც ისეთივე მიკერძოებულია, როგორც გასული წლების განმავლობაში. „არასოდეს მნიშვნელობას არ დაკარგავს ის ფაქტი, რომ ქიბარ ხალვაში არის ადამიანი, რომელიც პირადად მონაწილეობდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ აღებმიცემობაში და რომელიც "რუსთავი 2"-ს ამუშავებდა, როგორც პარტიულ ტელევიზიას. ამიტომ, მისგან - საღი აზრის ფარგლებში - ვერ მექნება მოლოდინი, რომ მომავალში რამე სხვას იზამს. მისივე თქმით, „რუსთავი 2“–ის დაყადაღების საკითხს პოლიტიკური სარჩული აქვს. „ არ მჯერა, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია, ვის ხელში იქნება "რუსთავი 2" საარჩევნო წელს და, ამიტომ, რაგინდ დაფარული იყოს ხელისუფლების მონაწილეობა ამ ტელევიზიის მფლობელობის საკითხის გადაწყვეტიაში, ცხადია, საკითხს აქვს და ყოველთვის ექნება პოლტიკური "სარჩული". ამიტომ, საუბარი იმის შესახებ, რომ მფლობელობის საკითხი მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის არის და მხოლოდ სამართლებრივ ველზე წყდება - არ მიმაჩნია გულწრფელად და ადეკვატურად. და ბოლოს, თუ ტელევიზია მაინცდამაინც უნდა იყოს მიკერძოებული, ჯობია, მის ეთერში ისმოდეს ხელისუფლების კრიტიკა, ვიდრე - ხელისუფლების ქება“, – განაცხადა ანთაძემ.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)