|
2020-03-24 09:33:20, 1380 ნახვა
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: მოსახლეობის სახლში ყოფნა და მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ, ადგილობრივებთან საუბარში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მხარის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში მოხალისეთა ჯგუფები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები აქტიურად ჩაერთვებიან. შეხვედრაზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს სამომავლოდ გასატარებელ ზომებზე. „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობს, რათა რეგიონში კორონავირუსის შესაძლო გავრცელებას მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი. ამ მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის სახლში ყოფნა და საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია“ - აღნიშნა მოსახლეობასთან საუბარში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)