|
2015-08-07 17:48:37, 1038 ნახვა
სამხედრო
ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა
„დიდგორი 2015“-ის მოსამზადებელი ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის ორგანიზებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. I მსუბუქი ქვეითი ბრიგადისა და I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ჯერ დაგეგმვისა და ოპერატიული ბრძანების გაცემის მეთოდებს დაეუფლნენ, შემდეგ კი, სიმულაციური საშუალებების გათამაშებით, აღსრულების პროცესი განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების პირველი ეტაპი აღნიშნული ბრიგადების დისლოკაციის ადგილებზე, მეორე ეტაპი კი, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. ერთობლივ სწავლებაში ამერიკელი ინსტრუქტორები, CUBIC-ისა (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინსტრუქტორები არიან ჩართულები. მოგვიანებით დამკვირვებლები სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების მოქმედებას განიხილავენ და შეაფასებენ. სწავლება, რომელიც ნატოს მიერ აპრობირებული სისტემებისა და ნატოს სტანდარტების გამოყენებით იმართება, ყველა ქვედანაყოფმა გაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)