17:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 16:10:44, 373 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის ახალი კორპუსების შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტ მი ენჰუას დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

მთავრობამ ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსი უკვე შეიძინა, რომელიც დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. დამატებითი კორპუსების შეძენაზე კი მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დასრულდება.

„ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს საქართველოში თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ჰუალინგი“ საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრი ინვესტორს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობის მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა მი ენჰუას ოლიმპიური სოფლის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics