|
2015-08-07 15:29:36, 380 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის რკინიგზაზე: ახლო მომავალში, იქ მატარებლის გავლის მოლოდინი არ არსებობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზეთის რკინიგზაზე რუსი სახმედროების მიერ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას აზრი არ აქვს. რადგან, როგორც მინისტრი აცხადებს, არ არსებობს მოლოდინის საფუძველი, ახლო მომავალში, იმ მონაკვეთში მატარებელმა გაიაროს. „უცნაურია, რომ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა არარსებული რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს. ამგვარ სამუშაოებს მაშინ აქვს აზრი, როცა არსებობს მოლოდინი ან მოლოდინის საფუძველი მაინც, რომ იქ ახლო მომავალში მატარებელი გაივლის. ამ შემთხვევაში კი ასეთი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, რკინიგზის თემის წამოწევა იგივეა, რაც ბანერებისა და მავრთულხლართების განთავსება. „შესაბამისად, ამ თემის წამოწევის მიზანი იგივეა, რაც ბანერებისა და მავთულხლართების განთავსებისა - იყოს ქართული საზოგადოების ნაწილი მუდმივი რეაგირების რეჟიმში. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა არარსებული პროექტების რეანიმაციისა. იმედია, ქართული საზოგადოების ნაწილი ამჯერად მიხვდება, რომ ამგვარი პროექტები ფუჭია და ვერ მიაღწევს ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. ცნობისთვის, აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირე–ენგურის მონაკვეთს რუსი სამხედროები წმენდენ. აფხაზეთის ე.წ. სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის ზურაბ ხაჯიმბას განცხადებით, რკინიგზა იწმინდება, რათა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მოძრაობა აღდგეს. მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებზე დაახლოებით 800 რუსი სამხედრო მუშაობს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)