17:12 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 16:39:11, 1313 ნახვა

კომენტარი
გახარია - უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომელზეც საქართველოს მთავრობის მოქმედების ეფექტურობაა დამოკიდებული

„უწყებათაშორისმა საბჭომ გამოყო 4 ძირითადი მიმართულება, რომლის სისტემურ მართვაზეც არის დამოკიდებული ეფექტურობა საქართველოს მთავრობის მოქმედების, თუნდაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ აღნიშნულ მიმართულებებზე ისაუბრა და შესაბამისი მიმართულებების პასუხისმეგებლი პირები დაასახელა.

„ეს გახლავთ, პირველი, ჯანდაცვის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე, სამოქალაქო წესრიგი და უსაფრთხოება, რომელზეც პასუხისმგებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე, სურსათი, სასურსათო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება, რომელზეც პასუხისმგებელია ბატონი ლევან დავითაშვილი და მეოთხე, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკაზე ზიანის მინიმიზება და შემდგომ უკვე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics