17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 14:20:11, 1487 ნახვა

კომენტარი
პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს არსებულ შეზღუდვებზე საუბრობს

პრემირ-მინისტრი გიროგი გახარიამ იმ შეზღუდვების შესახებ განაცხადა, როემლიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოჰყვება.

გთავაზბთ შეზღუდვების ჩამონათვალს უცვლელად.

„საგანგებო ღონისძიებების ნუსხა განისაზღვრება ჩვენი მიმართვით პრეზიდენტის მიმართ მოიცავს და მთავრობას აძლევს შემდეგ მიმართულებებს - კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესები დარღვევისთვის გამოყენებულ იქნება სანქციები.

საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდევბისა. დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული წარმოების განსხვავებული წესები და ვადები.

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინე, საიზოლაციო, სამედიცინო მიზებისთვის სეზღუდოს საკუტრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მატერიალური საშუალებები. იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში, მტავრობაუზრუნველყოფს მედიკამენტებზე სამედიცინო მომსახურებასა და პირველად მოხმარების საგნებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათელბის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

საჭიროების შემთევვაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათელბისა და უფლებამოსილების პირთა მობილიზება.

საქართევლოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics