|
2020-03-21 09:59:46, 1411 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა და ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს
„ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა და ლარსიდან დატვირთული მანქანები დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ გვაქვს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. „ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკულ სიტუაციაში ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. გარკვეული პროდუქტების მოწოდებაში გვქონდა წყვეტა უამინდობის გამო. ფოთში გემების დაცლა ვერ მოხდა, ხოლო ლარსზე ვერ ხდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის მიმართულებით კოორდინაციის კუთხით. ასევე, მთის კურორტების კომპანიას, რომელიც მოგვეხმარა ზვავების ჩამოშლის პროცესში და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს. ჩვენ არაორდინალური გადაწყვეტილებები მივიღეთ. ექსტრემალურ პირობებში, ოპერატიულად მოხდა გზის გაწმენდა, რათა სურსათით მომარაგებაში არ ყოფილიყო დეფიციტი. ლარსიდან მანქანები უკვე დაიძრა, შესაბამისად, სურსათის მომარაგების კუთხით არ არის შეფერხება. მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად, ყოველ დღე ვხვდები საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტებისა და ქსელების წარმომადგენლებს, იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა არ გვქონდეს სურსათის დეფიციტი და ფასები არ გაიზარდოს პანიკის გამო და არ დაფიქსირდეს სპეკულაციური ტრანზაქციები. ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს კომპენსაციის სქემის შემოღება, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მარაგების შექმნას, არამალფუჭებადი პროდუქტების შემოტანას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთ პერიოდებში და, მეორე მხრივ, არსებული ფასების შენარჩუნებას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)