01:03 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:12:59, 1642 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი ლარის კურსზე: გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია სიტუაცია დასტაბილურდეს და უფრო მკაფიო სურათი დავინახოთ

გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, სიტუაცია დასტაბილურდეს და დავინახოთ უფრო მკაფიო სურათი, - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია  „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მოქმედებს თუ არა ახალი კორონავირუსი ლარის კურსზე, განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებს ის შედეგები, რაც გამოიწვია COVID -19-ის გავრცელებამ.

„პირდაპირ ზედაპირზე რაც დევს, ეს არის ტურიზმი. იცით, რომ ტურიზმი, პრაქტიკულად, შეჩერებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასევე, ზოგადი მოთხოვნის შემცირება აისახება ჩვენს საექსპორტო საქონელზე და ა.შ. შესაბამისად, ლარზე ზეწოლა ბუნებრივია იქნებოდა, თუმცა ის, რაც ხდება დღეს, არის აჟიოტაჟი, რეაქცია გაურკვევლობაზე, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაცია დასტაბილურდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში და დავინახოთ უფრო მკაფიო სურათი. ამ შემთხვევაში უფრო მეტად შეგვეძლება გავზომოთ, რა ტიპის სტიმული დასჭირდება ეკონომიკას და ეროვნული ბანკი უფრო მეტად შეძლებს გაზომოს ლარის კურსთან მიმართებაში რა ზომები უნდა გაატაროს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics