|
2020-03-14 17:09:16, 1932 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
„მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგი საკმარისია და ამის მხრივ შეფარხება არ არის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც გუშინ შეხვდა საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტებისა და ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს, მათ შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და მათ მოსაზრებებს გაეცნო. მინისტრის თქმით, მარაგი ყოველდღიურად ახლდება და წუხილის საფუძველი არ არსებობს. „ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგებისა და ტვირთების შემოსვლას, ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე რეგიონის ქვეყნები ვართ კოორდინაციაში. ამდენად, წუხილის საფუძველი არ არსებობს. გუშინ შევხვდით სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს. დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყანაში მარაგები არსებობს და მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების ჩვეულებრივ მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ მიწოდების მთელი ლოგისტიკური ჯაჭვი. ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვართ და მონიტორინგს ვუწევთ. ამდენად, მინდა დაგარწმუნოთ, რომ წუხილის საფუძველი არ არსებობს - მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები, საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიწოდება ხდება უწყვეტად და ხარვეზების გარეშე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)