|
2020-03-13 09:37:48, 1968 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - სამწუხაროა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები გვაქვს, ეს მაღალ რისკებს ქმნის
"სამწუხაროა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ჩვენ გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნია აღნიშნავს, რომ ეს ქმნის ძალიან მაღალი რისკს როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად ამ ადამიანი ოჯახის წევრებისთვის.
"სამწუხაროა, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტები ჩვენ გვაქვს და სწორედ ამ ფაქტების გამო, ჩვენ ვთხოვეთ საპატრულო პოლიციას დახმარება, რადგან მხოლოდ ჯანდაცვის ეპიდემიოლოგების რესურსი ვერ გაწვდა ამ პირებს, ვინც არღვევდა რეჟიმს და არ იცავდა თბითიზოლაციის წესებს. რა თქმა უნდა, ეს არის მაღალი რისკი, ძალიან მაღალი რისკი როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად ამ ადამიანი ოჯახის წევრებისთვის. ამრიგად, მე მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც საჭიროებს თვითიზოლაციას, იმყოფება თვითიზოლაციაში, დავიცვათ წესები, რადგან არ არის ჩვენთვის სასიამოვნო ძალდატანების გამოყენება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის დახმარებით, კარანტინში გადაიყვანეს ის ადამიანენი, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)