19:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 14:21:44, 3310 ნახვა

კომენტარი
ბერაია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერ

ვ„მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს“, - ამის შესახებ უმრავლესობის მაორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა.

ბერაია განმარტავს, რატომ არ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დროს ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებას ორი მიზეზის გამო არ დავუჭირეთ მხარი: ერთი - რეგიონებს არ რჩებოდათ წარმომადგენელი პარლამენტში და მეორე, თუნდაც 49 პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ქვეყანაში სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი შექმნილიყო. ამ საკანონმდებლო ცვლილებით ორივე მომენტი არის დაბალანსებული. ერთი, რომ რეგიონებს ნაკლები, მაგრამ მაინც ეყოლებათ თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40, 41 ან 42 პროცენტის შემთხვევაშიც კი, გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის რისკები. აქედან გამომდინარე, მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს და მივესალმები ამ კონსენსუსს“, - განაცხადა დაჩი ბერაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics