16:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 18:30:02, 364 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს, - კონფერენციების ორგანიზების გეგმაზე პარტის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის ლიდერები აქტიურად იმუშავებენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის პარტიის სტრუქტურული გაძლიერება.

გასვლითი ღონისძიებები სექტემბრიდან დაიწყება და კონფერენცია ყველა რაიონში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics