|
2020-03-05 10:33:33, 1814 ნახვა
ეკონომიკა
გახარია - ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგომარეობა
„ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გახარია აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ზეგვალენა უკვე შეინიშნება ეკონომიკაზე, ამიტომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდ აგადაიდგას. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ეკონომიკის მინისტრი შეხვდება ტურისტული დარგის წარმომადგენლებს და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. „ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განმავლობაში შეიძინა სერიოზული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედება ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს დღეებში შეხვდება დარგს პირველ რიგში, ტურისტულ დარგს და ყველა იმ დარგებს, რომელთა გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული. ჩვენ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ზეგავლენა იყო მინიმიზერბული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)