|
2020-03-04 16:21:19, 1670 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე - ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე, შტანგისტებზე, ღვინოზე და არც ერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს
„ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე, შტანგისტებზე, ღვინოზე და არც ერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მოხსენებას „კურიერთან“ საუბრისას. მისი თქმით, პრეზიდენტი პოლიტიკურ კრიზისში თავადაა დამნაშავე. „მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო წყალწყალა გამოსვლა, რომელიც არ გავდა პრეზიდენტის სიტყვას. ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე, შტანგისტებზე, ღვინოზე და არც ერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს. მათ შორის, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. ის, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ამაში თავადაა დამნაშავე, როდესაც მან დაინახა ცარიელი სკამები და გული დაწყდა რომ ოპოზიცია არ ესწრებოდა. უნდა შევახსენო ქალბატონო სალომეს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გამოვიდა, გაეროს ტრიბუნიდან და განაცხადა, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. სწორედ ამ დიდი ტყუილის გამო, რომელიც ივანიშვილმა ათქმევინა მაღალი ტრიბუნიდან, არის დღეს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში. მან საკმაოდ ცუდი და დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა. პირველივე მისი გამოსვლა იყოს ის, რომ თურმე ევროკავშირი ინგრევა, მოხდა ბრექსიტი, გავიდა დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირში რაღაც ახალი ცხოვრება იწყება. ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები. დღეს მოვუწოდე მას, რომ ნუ ახსენებს ჩრდილოელ მეგობრებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)