|
2020-03-04 14:51:41, 1393 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი - ვერ წარმოვიდგენდით, რომ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს
„ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პლენარულ სხხდომაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე თავისი კუთვნილ ადგილი მოიპოვა. „ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდით საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები ველოდები, რომ 26 მარტს ქართულმა ფეხბურთმა დაგვიდასტუროს თავის ადგილი ამ დარგში. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს, და ეს სტატუსი კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ. 30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა - სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო. ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, ისიც ცხადია, რომ ყველას მიუძღვის წვლილი. ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)