|
2020-03-04 13:30:29, 1453 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე - მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი
„მე ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი“, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს შეწყალებასთან დაკავშირებით. „მე ერთი რამ მაინტერესებს, გაბედავს თუ არა, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. წინასაარჩევნოდ რუსეთის კრიტიკაზე უფლება აიღეს თავად რუსეთისგან. ახლა მოვისმინეთ ძალიან გასაკვირი განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, რომ რუსეთმა საქართველოზე განახორციელა თავხედური კიბერშეტევაზე. სადღაც ინტერვიუ მიუცია, გასაკვირია, 8 წელი გავიდა და ივანიშვილს პუტინი არ უხსენებია. ერთადერთხელ ახსენა, როცა ბრძანა, რომ არ სჯერა, რომ პუტინს სხვა ქვეყნების დაპყრობა უნდა და სამი თვის მერე პუტინმა დაპყრო ყირიმი - საქართველოს დაპყრობა კი არ უნდოდა შემოეპყრო, უჩხიკინებდნენ. მან უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ ქმედებებზე, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლის წინააღმდეგაც საქმე არის აღძრული. იგივე შეწყალებასთან დაკავშირებით. ასევე, აპირებს თუ არა ის დეკანოზ მამალაძის შეწყალებას, აპირებს თუ არა გაბედოს და გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობიდან. თუმცა, ეს იქმება ფუჭი შეკითხვა, ვინაიდან, ის ამას ვერ წყვეტს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)