18:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 10:59:01, 2609 ნახვა

მსოფლიო
დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა

დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ apnews წერს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, ალაბამას, არკანზასის, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ლიდერობს.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ველი, რომელშიც ერთი კვირის წინ ნახევარ ათეულზე მეტი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მოულოდნელად ორ კაციან კონკურსად გადაიქცა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, იუტას, კალიფორნიის, ვერმონტისა და კოლორადოს შტატებში ბაიდენის მეტოქე, ბერნი სანდერსი ლიდერობს.

ბაიდენი და სანდერსი, დიდი ხანია პოლიტიკაში არიან. მათ მკვეთრად განსხვავებული ხედვები აქვთ ამერიკის მომავალთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, პრაიმერიზი 3 მარტს აშშ-ის 14 შტატში გაიმართა. კიდევ 8 შტატის შედეგები ჯერ უცნობია. მისი ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics