03:25 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 12:21:12, 616 ნახვა

საზოგადოება
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება

სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამას გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხზე, დღეს სასტუმრო ”ტიფლის პალასში” იმსჯელეს.

შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნეს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სკოლამდელი ბავშვების სასწავლო პროგრამას ნარჩენების მართვის, ენერგოეფექტურობის და წყლის რესურსების მართვის საკითხები დაემატება. შესაბამისი მასალის გავლის შემდეგ, ბავშვებს ნარჩენების მართვის, სეპარაციის და გადამუშავების პრინციპები ეცოდინებათ, ისინი ასევე ენერგიისა და წყლის დაზოგვის დადებითი შედეგების და აუცილებლობის დასაბუთებას შეძლებენ. საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი განათლების კომპონენტების გაძლიერების მიზანია, სკოლამდელ ბავშვებში გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა.

შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics