|
2020-02-28 14:43:52, 2954 ნახვა
ეკონომიკა
თორნიკე რიჟვაძე: სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა იწყება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ეკოტურიზმის, მთის ტურიზმის და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად იგეგმება რეგიონში. იწყება სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტში მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ,,პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, სტარტაპებს, ასევე, არსებული ბიზნესების გაფართოებას და მოდიფიკაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც ეკოტურიზმის მიმართულების პროექტები, ასევე, ახალი ინოვაციური, ენერგოეფექტური პროექტები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში გვქონდეს ინკლუზიური ზრდა, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტისთვის თანაბარ შესაძლებლობებს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე, ახალი პროექტების რეალიზებისთვის", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმი გაზაფხულზე ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს. ,,ეს ნიშნავს რეგიონის და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, რაც მოგვცემს საშუალებას დავსახოთ ახალი ღონისძიებები როგორც ეკოტურიზმის, ასევე, სამთო ტურიზმის განვითარების კუთხით", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ასამბლეა ბათუმში მაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)