03:25 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 17:42:47, 673 ნახვა

საზოგადოება
ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა

ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“-ზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მან რუსი ალუმერ ტუმაევი (Aliumer Tumaev) იპონით დაამარცხა.

„რუს სპორტსმენთან წაგებული მქონდა. დღეს ორმაგი მოტივაციით ვიჭიდავე, რათა ოქროს მედალი თბილისში დამეტოვებინა“, -  განაცხადა ონისე სანებლიძემ.

ფინალამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დამაარცხა. ჩემპიონმა პოლონელ  ერიკი რიციაკს (Eryk Ryciak), სერბ სტეფან მიჩიჩს (Stefan Micic) და უკრაინელ ალექსი ბებანკოს (Oleksii Babenko) მოუგო, ხოლო ვერცხლის პრიზიორმა უნგრელ პეტერ არვაის (Peter Arvai), ებრაელ ალმოგ ლუზუნის (Almog Louzoun) და ჰოლანდელ სიმეონ კატარინას (Simeone Catharina) სძლია.

საერთო ჯამში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 4 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics