02:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 13:58:41, 1213 ნახვა

ეკონომიკა
2019 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა

„2019 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა“, - ამის სესახებ იფნორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა.

„2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა.

2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 1.6 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა“, - წერს საქსტატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics