|
2015-01-26 12:18:24, 1093 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება დააკმაყოფილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. შეგახსენებთ, ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით 23 იანვარს მიმართა. როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იყო, თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს. "მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",-განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)