|
2020-02-17 13:19:01, 1579 ნახვა
ეკონომიკა
ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა
ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. პროექტის ხელმძღვანელმა, დრაგან ანგელოვსკიმ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმა 2025 წლამდეა გაწერილი. მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ცხოველთა იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც მიკვლევადობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს. 2019 წელს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და დონორი ორგანიზაციების - სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) - წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)