02:39 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 12:49:37, 742 ნახვა

საზოგადოება
რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განხორციელდება

რეგიონებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „ოფენნეტი“ განახორციელებს, -ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით,  პროექტის ფარგლებში 2 000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება. 

ამასთან, ქაშიბაძის მტკიცებით,  მთავრობა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითს გამოიყენებს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მოსახლეობას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი დაბალ ფასად მიაწოდოს.

"პროექტის განსახორციელებლად მთავრობა საუკეთესო პრაქტიკას გამოიყენებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მოსახლეობას დაბალ ფასად მიაწოდოს.  ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ლიტვაა. ამ ქვეყანაში ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად, სახელმწიფო კომპანია შეიქმნა, რომელმაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა იქ შექმნა, სადაც ოპერატორებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდება დაგეგმილი არ ჰქონდათ. ლიტვის სახელმწიფო ოპერატორმა ქვეყანას საშუალება მისცა, ბაზარზე კონკურენცია ამაღლებულიყო და ახალი, მცირე და საშუალო პროვაიდერები გაჩენილიყო. მსგავსი მოდელით ინტერნეტქსელი  ბევრ ქვეყანაში ვითრდება“, -- განაცხადა ირაკლი ქაშიბაძემ და აქვე დასძინა, რომ  საქართველოში შსაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის შექმნილია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „ოფენნეტი“, რომელიც აღნიშნულ  პროექტს განახორციელებს.

 „ოფენნეტი“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე ფუნქციონირებს და  მაღალსიჩქარიან ინტერნეტინფასტრუქტურას მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics