18:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 23:53:56, 3474 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანული და ამერიკული მედია - უკრაინული ბოინგი ირანმა რუსული TOR M1-ის რაკეტით ჩამოაგდო

ირანის ისლამურმა რეჟმმა შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის ავიალაინერი BOEING 737-800 რომლისთვისაც გამოყენებული იქნა, ანტისაჰაერო რაკეტა. - ამის შესახებ BBC იუწყება.

ბრიტანეთის მაუწყებელი წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ოთხშაბათს დილით ანტისარაკეტო სისტემა გადართული იყო ირანის მიერ აშშ-ს ბაზების დაბომბვაზე, შესაბამისად მათ არ იმუშავეს.

გამოცემა Newsweek ცნობით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგი" რუსეთში წარმოებული, TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. გამოცემამ ეს ინფორმაცია პენტაგონიდან მიიღო. 

აღნიშნულ ფაქტს აგრეთვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც: „მე გამაჩნია ჩემი ეჭვები თვითმფრინავთან დაკავშირებით. ვიღაცამ შეცდომით ჩამოაგდო იგი ანტისაჰაერო რაკეტით“.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics