18:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 12:02:44, 2698 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის საელჩო ირანში ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად, ტერაქტს ან სარაკეტო იერიშს ამ ეტაპზე გამორიცხავს

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩო, უკრაინული ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად, ტერაქტს ან სარაკეტო იერიშს ამ ეტაპზე გამორიცხავს. - ამის შესახებ ირანში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. 

"ჩვენი საელჩო ამ დროისთვის ამოწმებს ინფორმაციას ტრაგედიისა და დაღუპულთა შესახებ. ჩემი გულითადი სამძიმარი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ოჯახსა და ახლობლებს,"- დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში. 

ირანის ტელევიზიის ცნობით, თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, 180-მდე პირი დაიღუპა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics