|
2019-12-28 13:52:32, 2619 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინ უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას
„რეგიონში ვიმყოფებოდი საწარმოების გახსნაზე, როდესაც ეს სასიხარულო ამბავი შევიტყვე, ამიტომ არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი და პირადად არ მენახა ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. მსურს სრულიად საქართველოს მივულოცო მისი გათავისუფლება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გორში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მისი დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს დღე მალე დამდგარიყო. მიუხედავად სირთულეებისა, დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული, რაც, საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით. ეს არის საუკეთესო პასუხი ზოგიერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანისთვის, რომელიც უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. შედეგი სახეზეა - ბატონი ვაჟა თავისუფალია და ის ახალ წელს შეხვდება ოჯახთან ერთად" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, პროცესი, რა თქმა უნდა იყო რთული, როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით გვაქვს გადალახული. „მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა - ყველა გვერდით დაგვიდგა, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კოორდინირებულად და ეფექტიანად იმუშავა ხელისუფლებამ და ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები იყო დაცული" - განაცხადა მინისტრმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)