09:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 16:20:04, 2259 ნახვა

კომენტარი
გომელაური: ვუსამძიმრებ ლუკა სირაძის ოჯახს, ყველა ჩვენგანისთვისაც ეს არ არის, რაღაც რიგითი შემთხვევა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში კომენტარი გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორთან. 

"მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც, ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც რიგითი შემთხვევა - უმძიმესი შემთხვევაა. 

ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი, ასევე, სუიციდის ფაქტი. ერთი მოხდა ბათუმში, მეორე- სამეგრელოში, იქაც არასრულწლოვანი იყო და დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა. 

ვფიქრობ, ეს უნდა გაჩერდეს, ეს არის პროვოცირება პირდაპირ ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების და ძალიან ცუდია. მინდა, ხაზი გავუსვა, ასევე, ჩვენი გამომძიებლის დაკავების ფაქტს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ინსპექტორთან. რაც შეგვეძლო, ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, რაც მოითხოვეს და ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და უსამართლოდ არ დაისჯება, არც ერთ ადამიანი - ეს იქნება პოლიციის თანამშრომელი თუ მოქალაქე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics