|
2015-07-24 14:42:34, 716 ნახვა
ეკონომიკა
ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობით შეიძლება გაიზარდოს ელექტროენერგიის ტარიფი თბილისში
"თელასის“ სატარიფო განაცხადზე საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დაახლოებით სამ დღეში დაიწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სემეკში განუცხადეს, კომპანიამ ტარიფის კორექტირება მოითხოვა, ხოლო რა ოდენობით შესაძლოა რომ ტარიფი გაიზარდოს, ამას შესაბამისი დეპარტამენტი ყველა კომპონენტის დათვლის შემდეგ დაადგენს. „მოხდება განაცხადის შესწავლა, რამდენად სწორად არის წარმოდგენილი ყველაფერი. დაახლოებით სამ დღეში დავიწყებთ წარმოებას. კომპანიამ კორექტირება მოითხოვა, ყველა კომპონენტი უნდა დაითვალოს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც სხდომაზე წარვადგენთ“, - აცხადებენ სემეკში. შეგახსენებთ, "თელასმა" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით გუშინ მიმართა. კომპანია სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. ამასთან, გუშინ სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასური 3,95 (დღგ-ის ჩათვლით) თეთრით გაუძვირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)