|
2019-12-14 13:12:24, 1540 ნახვა
კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე უზენაესის მოსამართლეების არჩევის პროცესზე: ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა
„თუ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ახლდა ხარვეზები, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება აუცილებლად და შემდგომისთვის გათვალისწინება“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის შეფასებები და დასკვნები, რომლებიც მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესთან მიმართებაში სრულიად ბუნებრივი და მისაღებია. „ძალიან ბევრი სახის დასკვნა და შეფასება მოვისმინეთ ამ პროცესთან მიმართებაში, რაც კიდევ ვიმეორებ, რომ არის ბუნებრივი და მისაღები. ასეც უნდა ხდებოდეს, ალბათ უნდა იყოს კრიტიკული მოსაზრებებიც, დადებითი უნდა შეფასდეს დადებითად და თუ ამ პროცესს ახლდა ხარვეზები, უნდა მოხდეს მისი იდენტიფიცირება აუცილებლად და შემდგომისთვის გათვალისწინება. პროცესები, რომლებიც მივიღეთ, თქვენც დარწმუნდით, რომ არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ეს იყო აქამდე, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ უარს განვითარებაზე. ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ ფორმით მიმდინარეობდა პროცესები და იყო ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც იუსტიციის საბჭოსთვის, ასევე პარლამენტისთვის“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)