|
2019-12-14 12:00:10, 1023 ნახვა
კომენტარი
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი ხელისუფლების კურსი ურყევია, ეს არის ევროპული გზა
„ადამიანების ის რაოდენობა, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების კურსი ურყევია და ეს არის ევროპული გზა“, - ამის შესახებ უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატი „ქართული ოცნების“ ოპონენტებს დღევანდელი დღის აღნიშვნისკენ მოუწოდებს. „დღეს პოზიტიური დღეა და ნაკლებად მინდა ნეგატიურ კონტექსტში მოვიხსენიო ჩვენი დესტრუქციული ოპონენტები. შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან მობრძანდებიან და რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის წევრი, კიდევ ერთხელ დაანახებს გარდა იმ საერთაშორისო საზოგადოებისა ჩვენს ოპონენტებსაც, რომ აღარ არის საქართველოში იმის რესურსი, რომ ჩვენ გვქონდეს დაპირისპირება. აღარ არის იმის რესურსი, რომ ჩვენ პოლიციელებს დავუპირისპირდეთ ან პარლამენტში რაღაც დაპირისპირება გვქონდეს. კარგი იქნება თუ ისინი გაანალიზებენ ამ ე.წ. ქუჩის აქციებს და მითუმეტეს კანონ გარეშე აქციებს ჯობია აკადემიურად პარლამენტში გავაგრძელოთ თუნდაც მწვავე ფონზე დებატები. ამიტომ, დღევანდელი პოზიტიური დღის ხათრით მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო რომ დღევანდელი დღე მათაც აღნიშნონ. მინიმუმ, დაინახონ ის რაოდენობა ადამიანების, რომლებიც თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველზე და მის ირგვლივ შეიკრიბება ადასტურებს იმას, რომ ჩვენი კურსი არის ურყევი, ჩვენი ხელისუფლების კურსი არის ურყევი და ეს არის ევროპული გზა. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. ამიტომ, ეს რეალობა არის გასათვალისწინებელი“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს, 14 დეკემბერს, 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას ხალხი რეგიონებიდანაც შემოუერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)