10:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 11:42:35, 1431 ნახვა

კომენტარი
დავით ასათიანი: იმედს ვიტოვებ, 20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება

„იმედს ვიტოვებ, 20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება“, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც ასათიანმა აღნიშნა, გუშინ მოლოდინი ჰქონდა, რომ ექიმს გაათავისუფლებდნენ.

„ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი გუშინ მის გათავისუფლებას. გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა იყო და შეიძლებოდა, მისი გათავისუფლებით დასრულებულიყო. სამწუხაროა, რომ იქ არავის ჰყოფნის კეთილგონიერება, ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, გაათავისუფლონ. იმედს ვიტოვებ, 20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“, - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გუშინ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საოკუპაციო ძალებმა ექიმი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics