|
2019-12-13 18:53:36, 1541 ნახვა
კომენტარი
გახარია: ისინი არიან პოლიტიკური ხულიგნები - დიდ ხანს მოუწევთ კარვებში ყოფნა და ქუჩის აქციებში მონაწილეობა
"სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს. როგორც პრემიერმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, "ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი". „მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს - კარვებში ცხოვრება, ზოგს - ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას ჯერ საპროკურორო საბჭო წარადგენს, ხოლო შემდეგ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს. „საქართველოს გენერალური პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ არსებობს გენერალური პროკურორის არჩევის საკმაოდ რთული, სრულად დემოკრატიული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)