|
2019-12-13 15:26:38, 1653 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მდინარაძის განცხადებაზე: მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები აღარ აქვთ
„რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები მაგათ აღარ აქვთ და აღარასდროს აღარ ექნებათ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრო გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მალე უმრავლესობაც აღარ ექნება და შესაბამისად, ვერაფერს ვერ ჩაატარებენ. „ასე ყოველდღე ადასტურებდნენ ადამიანები ზედსართავ კლოუნებს მე იშვიათად მინახია. რა მორიგი „კლოუნადის“ ციკლი ჩაატარეს? რა საკონსტიტუციო ცვლილება? არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების ხმები მაგათ აღარ აქვთ და აღარასდროს აღარ ექნებათ. უმრავლესობა აღარ ექნებათ მალე და რა უნდა ჩაატარონ? ვის ატყუებენ? საკუთარ თავს ატყუებენ? თუმცა ჰო, აღსანიშნავია შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, საზოგადოება ფეხებზე გვკიდია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობამ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)