|
2019-12-13 12:52:43, 1624 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას გააჩნია
„პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მექანიზმი, რომელიც მმართველმა გუნდმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის შეიმუშავა. „დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ისეთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ვფიქრობ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე აშშ-ის საელჩო იქნება თუ სხვა ორგანიზაცია, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება დარწმუნდეს, როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას შემდეგ, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული. კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, ალბათ ჩვენც უნდა გვქონდეს, მაგრამ მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნას ამერიკის საეჩლო გუშინ გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სიაში მოხვდა კანდიდატთა ის ნაწილი, ვინც "მოსმენებისას ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)