|
2019-12-12 16:41:26, 3231 ნახვა
რეგიონი
შუახევის ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო
დღეს ნიგაზეულის ბაგა-ბაღში საახალწლო განწყობა სუფევდა. დღესასწაული, რომელიც პატარებს განსაკუთრებულად ახალისებს, ახალი წელია. სანტა კლაუსისა და ფიფქიას სამოსით მორთულმა პატარა აღსაზრდელებმა საყვარელ პედაგოგებთან ერთად საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე, მერის რწმუნებული ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ივერი კაკალაძე და ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც პატარებს მიულოცეს დამდეგი 2020 წელი და ლაღი ბავშვობა უსურვეს. დღეიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში და ალტერნატიულ ჯგუფებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. 560 აღსაზრდელი მიიღებს მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების საჩუქარს - საახალწლო ნობათს. ნიგაზეულის ბაღის პარალელურად საახალწლო ღონისძიებები გაიმართა ფურტიოს ბაგა-ბაღში და ნენიის ალტერნატიულ ჯგუფში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)