|
2019-12-11 18:44:42, 1586 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით
„ქვეყნის მთიანი რეგიონი განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსით, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში შევძლებთ მთაში დამატებითი ეკონომიკური აქტივობები შევქმნათ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „მინდა ყველას მოგილოცოთ მთის დღე. საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი არის მთა და მას განსაკუთრებული მოპყრობა, განსაკუთრებული პოლიტიკა სჭირდება. ჩვენ უკვე გვაქვს ახალი კანონმდებლობა, მთის საბჭო, სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მთის განვითარებას ემსახურება. კარგი ტრადიციაა, მთის დღეს რომ აღვნიშნავთ და მთის შვილებს თბილისში ვმასპინძლობთ. ამისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ მაია ცქიტიშვილს. მთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობა. ახალგაზრდების გარეშე მთა არაფერი არ იქნებოდა, არ ექნებოდა ის მომხიბვლელობა, ის სიცოცხლე, რომელსაც მათი მოღვაწეობა განაპირობებს. მე წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას. იმედი მაქვს, რომ ისინი და მთაში მცხოვრები კიდევ ბევრი ადამიანი ისარგებლებს იმ პროგრამებით, რომელიც მთაში ცხოვრების დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და განავითარებს. ჩვენ, არაგვის ხეობაში, სწორედ ფშავ-ხევსურეთში, გვექნება ახალი დაცული ტერიტორია და ვფიქრობ, დამატებითი ეკოტურისტული ნაკადების მოზიდვას შევძლებთ, რაც ხეობას ეკონომიკური განვითარების კუთხით ძალიან წაადგება. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ მთის დღეს!“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)