10:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 19:02:16, 2025 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შიშები გვაქვს

„გვაქვს მომატებული შიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ცხინვალის იზოლატორში არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ არაერთი ინფორმაცია არსებობს.

"რაც შეეხება ბატონ ვაჟას მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე რომ გვაქვს ფაქტები და ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის და წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში, ასევე გვქონდა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მისი გარდაცვალებით დამთავრდა. რა თქმა უნდა გვაქვს მომატებული შიშები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა",- აღნიშნა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics